5 ივლისს შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სტუდენტები ესტუმრნენ ბარამბოს ქარხანას. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ საწარმო, დაკვირვებოდნენ სხვადასხვა პროცესებს და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია თანამშრომლებისაგან. სტუდენტებს უძღვებოდნენ შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, რომლებმაც გააცნეს შრომის უსაფრთხოების ნორმები და გასცეს პასუხები სტუდენტების კითხვებს.