2018 წლის, 24 ივლისს ქ. ქუთაისში, კაფე-რესტორან პალატში გაიმართა საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამის "შრომის უსაფრთხოება მენეჯერებისათვის"დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. 2018 წლის 3-26 მაისს ქ. ქუთაისში გაიმართა RRC International-ის და GIPA-ს სასერტიფიკატო პროგრამა “შრომის უსაფრთხოება მენეჯერებისათვის”. აღნიშნული კურსი ძირეულად მიმოიხილავს შრომის უსაფრთხოების საკითხებს სამუშაო ადგილებზე: თუ რატომ არის შრომის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანი და როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა ორგანიზაციაში სხვადასხვა სტრუქტურულ დონეზე. სასერტიფიკატო პროგრამა მიზანშეწონილია ნებისმიერ ორგანიზიცაში დასაქმებულთათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვის მოვალეობაშიც შედის შრომის უსაფრთხოების დაცვა. სასერტიფიკატო პროგრამა შედგენილია საერთაშორისო სტანდარტის NEBOSH-ის საფუძველზე. კურსები შედგება შემდეგი მოდულებისგან: IT ტექნოლოგიები, მენეჯმენტის საფუძვლები, შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ამოცანები და მოვალეობები, უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები, შრომის უსაფრთხოების კულტურა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, კომპეტენცია და კონტროლი, რისკების შეფასება და რისკების კონტროლი, სამუშაო ადგილზე არსებული ზოგადი საფრთხეები, უბედური შემთხვევები და ინციდენტები, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მიმოხილვა და მონიტორინგი. ტესტირების შედეგების საფუძველზე კურსის თოთხმეტივე სტუდენტს გადაეცა RRC International-ის და GIPA-ს ერთობლივი სერთიფიკატი, ასევე RRC International საერთაშორისო სერტიფიკატი. სერტიფიცირებული კურსუ გაიმართა Millennium Challenge Account – Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის” ფარგლებში.
გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge