სასწავლო ტური სანიტარსა და კავკასიან პეტ კომპანიში

5 ნოემბერს GIPA - ს"შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების" სტუდენტები ნარჩენების მართვის სპეციფიკის გასაცნობად იმყოფებოდნენ შპს „ სანიტარსა“ და ნახევარფაბრიკატი პლასტმასის ბოთლების მწარმოებელ კომპანია „კავკასიან პეტ კომპანიში“.

სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების სეგრეგაციის პუნქტები და გაეცნენ სახიფათო ნარჩენების ინსინერატორის მუშაობის პროცესს. 

„კავკასიან პეტ კომპანიში“ სტუდენტები გაეცნენ კომპანიაში შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით დანერგილ მექანიზმებს, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ სახანძრო სისტემის მუშაობის პრინციპებს.

Share:

კონტაქტი

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07  hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი

(+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 

hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

რუკის გახსნა