შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების 2 წლიანი უმაღლესი პროფესიული პროგრამა შემუშავდა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაცია - RRC International-თან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Georgia) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამა ხორციელდება NEBOSH-ის საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე და სრულ თანხვედრაშია ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და საკონონმდებლო მოთხოვნებთან.

პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, დანერგოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემა, შექმნას შესაბამისი პრევენციის მექანიზმები და უზრუნველყოს ეფექტიანი მართვა ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის.

 

დასაქმება სფერო

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში და სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციით შეიძლება დასაქმდეს შემდეგ დარგებში: მშენებლობა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნავთობისა და გაზის მრეწველობა, ლოჯისტიკა, საზღვაო/საჰაერო/სახმელეთო ტრანსპორტი, მძიმე მრეწველობა, სამთო მრეწველობა, კომუნიკაცია, ტურიზმი, სარესტორნო და გასართობი ბიზნესი, ვაჭრობა, განათლება და კონსულტირება.  

 

მოდულების განმახორციელებლები

პროფესიული პროგრამის მოდულებს ახორციელებენ პროფესიული მასწავლებლები - დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს  თეორიული ცოდნა განამტკიცონ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სტუდენტებს  საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს (ექსპერტებს და კომპანიების წარმომადგენლებს) და ესაუბრონ მათ აქტუალურ საკითხებზე, დასვან შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში.

პროგრამა აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სწავლების უახლესი მეთოდებით. 

 

სწავლის შედეგები

აღნიშნული პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

შეადგინოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი გეგმა;

შეიმუშაოს და განაახლოს პროცედურები და ინსტრუქციები;

შეაფასოს პროფესიული დაზიანებები და აკონტროლოს რისკი;

შეაფასოს, გააკონტროლოს და განსაზღვროს ქიმიური და ბიოქიმიური საფრთხეების პრევენციული ზომები;

დაიცვას ელექტროუსაფრთხოებისა და  სახანძრო უსაფრთხოების წესები;

განახორციელოს ევაკუაციის პროცესები;

გაწიოს პირველადი გადაუდებელი დახმარება;

გაატაროს საფრთხეების პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებები;

აკონტროლოს სამუშაო ადგილზე ადამიანთა და სამსახურებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილება;

შეაფასოს გარემოზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების გავლენა;

განახორციელოს გარემოსდაცვითი სისტემის აუდიტი და მონიტორინგი;

დაგეგმოს მოქმედება უსაფრთხო სასმელი წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმების დაცვით;  

აკონტროლოს წყლის წყაროების დაბინძურება;

აკონტროლოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ჰაერში გაფრქვევის შემცირება.

 

პროგრამის მოცულობა

  • ჩარიცხული პირებისთვის, რომელთაც აქვთ ქართული ენის კომპეტენცია - 120 კრედიტი
  • ჩარიცხული პირებისთვის, რომელთაც არა აქვთ ქართული ენის კომპეტენცია - 150 კრედიტი

პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი:

  • I წელი - ზოგადი და პროფესიული მოდულები
  • II წელი - პროფესიული მოდულები და საწარმოო პრაქტიკა

სასწავლო პროგრამის მოდულებიhttps://gipa.ge/res/docs/GIPa-modulebi.pdf

სწავლების ენა - ქართული

სასწავლო მასალა - ქართულ და ინგლისურ ენაზე

 

კონტაქტი

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07  hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი

(+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 

hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

რუკის გახსნა