პროფესიული განათლება მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, როდესაც დასავლეთის ინდუსტრიალიზებულმა ქვეყნებმა გააცნობიერეს, თუ რამხელა სარგებელი მოქონდათ სპეციალიზირებული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებს. ამის შემდეგ მათ დაიწყეს იმ ინსტიტუციების დაფინანსება, რომლებიც სტუდენტებს ამ კუთხით მოამზადებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ დროსთან ერთად შრომის ბაზარი უფრო და უფრო სპეციალიზირებული გახდა, ეკონომიკა მოითხოვდა უფრო მაღალი დონის პროფესიონალებს, რის შედეგადაც სახელმწიფო და კერძო პირები კიდევ უფრო აქტიურად აფინანსებდნენ პროფესიულ განათლების კურსებს და ტრენინგებს.
მეოცე საუკუნის ბოლოს პროფესიული განთლება კიდევ უფრო აქტუალური გახდა. თუ იქამდე მსგავსი ტიპის განათლების მიღება მხოლოდ სპეციალიზირებულ ტექნიკურ სასწავლებელში იყო შესაძლებელი, მეოცე საუკუნის ბოლოს საზოგადოებრივ კოლეჯებმაც შეიმუშავეს მსგავსი კურსები, რომლებიც მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯებით, კონკრეტულ სფეროში სპეციალიზირებულ პროფესიონალებს ამზადებდა. დღევანდელ დღეს მსოფლიოს მასშტაბით განვითარებული ქვეყანების უმეტესი ნაწილი ძალიან დიდ ყურადღებას და თანხებს უთმობს პროფესიული განათლების განვითარებას.
პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის. მსგავსი პროგრამები ამზადებენ კონკრეტულ სფეროში სპეციალიზირებულ პროფესიონალებს, რაც აუცილებელი პირობაა, საერთაშორისო საბაზრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. პროგრამა ორი წელი გრძელდება, განსხვავებით ზოგადი ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამებისაგან. პროგრამა მიმართულია არა მხოლოდ პროფესიულ სწავლებაზე, არამედ უსაფრთხოების ზომებზე, გარემოს დაცვაზე, მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე, მორალზე და ა.შ. რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს როგორც თავიანთ, ასევე გარშემომყოფთა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში. აღნიშნული პროგრამა აგებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც იმასაც გულისხმობს, რომ პროგრამაში მომზადებული/გადამზადებული ადამიანები საერთაშორისო სერტიფიკატს მოიპოვებენ.
რატომ პროფესიული განათლება?
გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge