GIPA-მ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაცია RRC International-თან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო (MCA-Georgia) ფინანსური მხარდაჭირით, საგრანტო პროგრამის - "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" (ISWD) ფარგლებში განახორციელა ორწლიანი პროექტი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) პროფესიული განათლების მე-5 საფეხურისა და საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება, დანერგვა და ინსტიტუციონალიზება ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტში. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) "შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების" უმაღლესი პროფესიული პროგრამის შემუშავება და დანერგვა.

პროფესიული პროგრამა ფოკუსირებული იქნება ახალ სკოლადამთავრებულებზე, რომლებსაც აქვთ სკოლის შემდგომი პროფესიული განათლების მიღების სურვილი, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტის სფეროში. ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტის სფეროში ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვის მიზნით, უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა შეიქმნა NEBOSH-ის (შრომის დაცვის ეროვნული საგამოცდო საბჭო) საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ამასთანავე, ახლად შემუშავებული პროგრამები იყო ინოვაციური და დამსაქმებლის (კომპანიების) საჭიროებებზე მორგებული. პროგრამა შემუშავდა საქართველოში მიმდინარე პროფესიული განათლების რეფორმასთან თანხვედრაში, აეწყო მოდულურ პრინციპზე და მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო მიდგომას.  

აღნიშნული პროექტის დახმარებით ხელი შევუწყეთ ქვეყანაში ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხობისა და გარემოს დაცვის საკითხებისადმი მეტი ყურადღების მიპყრობას და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც საქმდებიან სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებში. 

ზემოაღნიშნულ სპეციალობაზე სტუდენტების მიღება დაიწყო 2018 წელს.

კონტაქტი

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07  hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი

(+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 

hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

რუკის გახსნა