შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) “SafeWork”  აქვეყნებს ასეთ სტატისტიკას: 

• საშუალოდ ყოველდღე  5000 ადამიანი იღუპება პროფესიული ხასიათის უბედური შემთხვევის ან დაავადების შედეგად

• ყოველწლიურად ფიქსირდება 270 მილიონი უბედური შემთხვევა და 160 მილიონი დაავადება

355 000 ფატალური შემთხვევა ყოველწლიურად

• მთლიანი შიდა პროდუქტის 4% დანაკარგი.

ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს სავალალო სტატისტიკაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში არ ხდება მსგავსი შემთხვევების სათანადო ანგარიშგება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბევრად უფრო მძიმე სურათია. ეს საკითხი ძალიან აქტუალურია დასავლეთში, ყველა ცდილობს მინიმუმზე დაიყვანოს უბედური შემთხვევები. გამოყოფენ სამ ძირითად მიზეზს, თუ რატომ უნდა დაინერგოს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯმენტი, ესენია:

  • მორალური 
  • სამართლებრივი
  • ფინანსური

მორალური მხარე მოიაზრებს იმას, რომ არავის უნდა თავიანთ გარშემო, მეგობრები, ოჯახის წევრები თუ ნათესავები ისეთ პირობებში მუშაობდნენ, სადაც დაშავების დიდი რისკია, შესაბისად დამსაქმებელიც მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოება.

დასავლეთში ამ სფეროში მოქმედებს უამრავი სამართლებრივი სანქცია და რეგულაცია, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კომპანიას ეკისრება ვალდებულება კანონისწინაშე და ხშირად სასამართლომდეც მიდის საქმე. უამრავ საკანონმდებლო საკითხთან ერთად, კოპანიას ელახება რეპუტაცია, რაც შემდგომ ძალიან დიდ გავლენას ახდენს მის წარმატებასა და ფუნქციონირებაში.

ფინანსური მხარე, მოიაზრებს, იმ ფინანსურ ზარალს, რომელსაც კომპანია განიცდის ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის რეგულაციების დარღვევისას. ხშირად, კომპანიები აკეთებენ ეკონომიას ამ სფეროში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო ძვირი უჯდებათ კომპენსაცია, რადგან მათ უწევთ სამართლებრივი ჯარიმის გადახდა, დაზარელებულებისთვის თანხის გამოყოფა და ა.შ. 

 

მოცემულ სტატისტიკაში ნახსენებია, რომ ყოველწლიურად ფიქსირდება 160 მილიონი დაავადება, გარდა იმისა, რომ ადამიანი შეიძლება დაავადდეს ქიმიურ ლაბორატორიაში ან მაღაროში, აქ საუბარია  ერთი შეხედვით უვნებელ პროფესიებზე, როგორიც არის მაგალითად მოლარე - რომელსაც შეიძლება წელის სერიოზული პრობლემები შეექმნას სალაროსთან ტრიალისაგან.

 

რა ხდება როდესაც არ ვიცავთ ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ნორმებს 

 

 

  • მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ნავთობის დაღვრა მექსიკის ყურეში კომპანია BP (British Petroleum) -ის მირ​, 2010 წელი

                          

 

  • ნარჩენების არაკონტოროლირებადი განთავსება იწვევს ნიადაგისა და წყლის დაბინძურებას და შეიძლება მრავალი დაავადების კერა გახდეს 

                                                                    

 

  • ვერეს ხეობის დატბორვა                             მეწყერი რიკოთის უღელტეხილზე             ყაზბეგის გამშვები პუნქტი წყალდიდობის შემდეგ 

           

 

  • ქიმიური აფეთქება ჩინეთში, ტიანჯინი, 2016 წელი

  

 

  • Piper Alpha- ს აფეთქება, 1988 წელი,  ზარალი - 1.7 მილიარდი

        

 

  • წლის დაბინძურება სავალალოდ მოქმედებს წყლის ბინადრების და ადამიანების ჯანმრთელონაზე 

                                                         

  • დაბინძურებული ჰაერი ჩინეთში, პეკინი

               

 

 

კონტაქტი

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07  hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი

(+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 

hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

რუკის გახსნა