სწავლის სრული ღირებულება
2 წლიანი პროგრამის ჯამური ღირებულება შეადგენს 7497 ლარს. აქედან, სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა განისაზღვრება 6497 ლარით, ხოლო სტუდენტის ინდივიდუალური გადასახადია 1000 ლარი (წელიწადში 500 ლარი).
სტუდენტის მიერ წლიური თანხის გადახდა ხორციელდება 4 ეტაპად. წარმატებულ სტუდენტებს GIPA და ტერა ბანკი სთავაზობს გრძლევადიან, შეღავათიან სტუდენტურ სესხს, რომელიც დაიფარება სწავლის დასრულების და დასაქმების შემდეგ.
ფასდაკლება შეეხებათ პირებს, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი სოციალური სტატუსით:
ა) სოციალურად დაუცველი
სოციალურად დაუცველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის უნივერსიტეტში წარმოდგენამდე არაუადრეს 2 თვისა;
ბ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის მოწმობასთან ერთად, საქართველოში ეროვნული უმცირესობების კომპაქტურად განსახლების მუნიციპალიტეტებში, ბოლო 5 წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა უნდა წარმოადგინონ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი);
დ) იძულებით გადაადგილებული
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა;
ე) ქართული ეთნიკური წარმოშობის (ლაზები, დეპორტირებული მესხები, ფერეიდნელი ქართველები და სხვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა
ქართული ეთნიკური წარმოშობის (ლაზებმა, დეპორტირებულმა მესხებმა, ფერეიდნელმა ქართველებმა და სხვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლები თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა უნდა წარმოადგინონ პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და უცხოეთში მცხოვრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, თანამემამულის სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;
ზ) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრული რომელიმე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მრავალშვილიანი ოჯახების წევრები
მრავალშვილიანი ოჯახების წევრებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ან რაიმე სახის სხვა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება 5 ან მეტი დის, ძმის ან და-ძმის ყოლის ფაქტი.
ე) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გარდაცვლილ პირთა შვილი/ოჯახის წევრი
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge