სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE)

 

2005 წელს, შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა როგორც საქართველოს სოფლის განვითარების პროგრამა (GRDP). ხოლო, 2016 წელს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) მხარდაჭერით შეიქმნა უმაღლესი პროფესიული პროგრამა შრომის უსაფრთხოებასა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში. ამ ორი მიმართულების - სოფლის მეურნეიბის განვითარებისა და პროფესიული განათლების გაერთიანებით შეიქმნა GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE).

 

ჩვენ ვაცნობიერებთ ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს შორის პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური უნარების განვითარების, პოპულარიზაციის და ცოდნის გავრცელების აუცილებლობას. 

 

ჩვენი მიზანია, დასაქმებაზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადება საქართველოში. 

კერძო, საჯარო და სამოქალაქო ჩართულობის გზით, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ, დავნერგოთ და მივაწოდოთ თანამედროვე, ინოვაციური, საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ასახავენ ადგილობრივ საჭიროებს, ემყარებიან თანამედროვე სწავლების მედოდებს, ითვალისწინებენ საქართველოში არსებულ სოციო-ეკონომიკურ გამოწვევებს და თანხვედრაშია დამსაქმებლების საჭიროებებთან. 

 

ჩვენი ამოცანებია:

  • საზოგადოებისა და კომპანიების (დამსაქმებლების) ცნობიერების ამაღლება პროფესიული განათლებისა და უნარების განვითარების საჭიროების საკითხებში;

  • ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტის სფეროში შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც დააკმაყოფილებენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს;

  • ადგილობრივ სოციო-ეკონომიკურ განვითარება, უმუშევრობის დაძლევა და ადგილზე დასაქმება;

  • საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ევროკავშირთან მიახლოების პროცესის დაჩქარება.

 

კონტაქტი

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07  hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი

(+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 

hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

რუკის გახსნა