2019 წლის 25 ივლისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) უმაღლესი პროფესიული პროგრამის "შრომის უსაფრთოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების" სტუდენტებს შეხვდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოში წარმომადგენლობის გრანტების მართვის უფროსი ექსპერტი და პოლიტიკის მრჩეველი - ჯუბა მარუაშვილი. მოწვეულმა სტუმარმა წარადგინა პრეზენტეცია თემაზე "საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში". სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები და მიიეღოთ ამომწურავი პასუხები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) ხელშეკრულების ფარგლებში და თუ რა მოთხოვნები აქვს შესასრულებელი საქართველოს აღნიშნული დოკუმენტის თანახმად შრომის უსაფრთხოების კუთხით. ჯუბა მარუაშვილმა ასევე ისაუბრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როლზე, საქართველოში შრომის უსფრთხოების სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით.
გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge