2017 წლის 4-5 მაისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა პოტენციურ ტრენერთა ტრენინგი ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხებში. ტრენინგს უძღვებოდა ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების ექსპერტი - გიორგი მარიამიძე. 4 მაისს მან ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვასა და მნიშვნელობაზე და რისკების შეფასებასა და კონტროლზე. 5 მაისს, კი მან გამოყო სამუშაო ადგილზე არსებული ზოგადი საფრთხეები, ისაუბრა საფრთხეების იდენტიფიცირებაზე, ინციდენტების რეპორტირებასა და ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკაზე.