იტალიურ კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

4 ივლისს, საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და იტალიურ კომპანია HSI Consulting srl -ის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის DRDVE of GIPA შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების უმაღლესი პროფესიული პროგრამის  სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ იტალიაში, გაეცნონ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ევროპულ გამოცდილებას და გაღრმავებული ცოდნით დასაქმდნენ საქართველოში არსებულ კომპანიებში.

 HSI Consulting srl იტალიური კომპანიაა, რომელიც ეხმარება კერძო და საჯარო კომპანიებს, გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების კუთხით, შესაბამისობაში იყვნენ ადგილობრივ და ევროპულ სტანდარტებთან.

Share:

კონტაქტი

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07  hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი

(+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 

hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

რუკის გახსნა