ტრენერთა ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებში

2017 წლის 27 და  28 აპრილს   სასტუმრო "თბილისი მარიოტში"  გაიმართა ტრენერთა ტრენინგი გარემოს დაცვით საკითხებში. პროექტის გარემოს დაცვის ექსპერტმა - გიორგი გულიაშვილმა წარმოადგინა ის საკითხები, რომელიც გათვალისწინებული იქნება სასწავლო პროგრამაში და პოტენციურ ტრენერებს წარუდგინა სწავლების გზები და მეთოდები. პირველ დღეს მან ყურადღება გაამახვილა კლიმატური გამოწვევებზე, ნარჩენების მართვაზე, მგდგრადობის  პრინციპზე, ეკოლოგიური ნაკვალევზე და  ბუნებრივი რესურსების მოხმარებასა და დეგრადაციაზე. ასევე მან განიხილა ისტორიული მხარე , როგორ ჩამოყალიბდა და შემდგომ როგორ განვითარდა გარემოს დაცვა. მეორე დღეს, გიორგი გულიაშვილმა ძირითადად ისაუბრა წყლის და და ჰაერის დაბინძურებაზე. წყალის ნაწილში მან ყურადღება გაამახვილა მტკნარი წყლის რესურსებზე, წყლის ანაბეჭდსა და დეფიციტზე და განიხილა წყლის დაბინძურების ძირითადი წყაროები და მათი შემცირების ძირითადი კონტროლის მექანიზმები. ჰაერის ნაწილში, მან ისაუბრა ჰაერის დაბინძურების წყაროებსა და ტიპებზე, შენობებში ჰაერის დაბინძურებაზე, ამ პრობლემების გადაჭრის ალტერნატივებზე და ჰაერში გაფრქვევის შემცირების კონტროლის მექანიზმებზე. 

Share:

კონტაქტი

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07  hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი

(+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 

hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

რუკის გახსნა