დაინტერესებული მხარეების პირველი შეხვედრა

2016 წლის 9 დეკემბერს სასტუმრო თბილისი  მარიოტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) პარტნიორ ორგანიზაცია RRC International-თან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის-„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის„ (ISWD) ფარგლებში, გამართა დაინტერესებული მხარეების პირველ შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი იყო, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებულ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის პროექტის - პროფესიული განვითარებისმე-5 საფეხურისა და საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება, დანერგვადა ინსტიტუციონალიზება ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტში - შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, გაზისა და ნავთობის კორპორაციის, ჰაიდელბერგ ცემენტის, თელასის და სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

Share:

კონტაქტი

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07  hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი

(+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 

hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

რუკის გახსნა