ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ფორუმი

23 აპრილს, სასტურმო რუმსში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავთან დაკავშირებით „მეგობრობის ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიებაზე, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, წარმოდგენილი იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), რომელიც 1994 წელს დაარსდა, ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით. GIPA იყო პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც დასავლური განათლების იმპორტი დაიწყო საქართველოში. დაარსების დღიდან, ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, სხვა ამერიკულ დონორ ორგანიზაცებთან ერთად, ხელს უწყობს უნივერსიტეტის განვითარებასა და წინსვლას. ფორუმზე GIPA-ს წარმოდგენილი ქონდა ამერიკულ დონორ ორგანიზებთან (US Department of State, US Embassy, USAID, USDA, MCC) ერთად განხორციელებული 40-ზე მეტი პროექტი. პროექტების გარდა, GIPA-მ ფორუმზე წარმოადგინა საგანმანათლებლო პროგრამები. როგორც მოგეხსენებათ, GIPA სწავლების ყველა საფეხურს ახორციელებს - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების რიცხვს, წელს კი უმაღლესი პროფესიული პროგრამა დაემატა, რომელიც მორიგი ამერიკული ინვეტსიციაა ჩვენს უნივერსიტეტში.  სტუმრებს გავაცანით ჩვენი ახალი პროგრამა - ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯმენტი. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდება, GIPA-მ მიიღო მონაწილეობა თელავის, ბათუმის, ზუგდიდისა და ქუთაისის ფორუმებში.

Share:

კონტაქტი

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07  hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი

(+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 

hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge

რუკის გახსნა