1 ივნისს სტუდენტები ესტუმრნენ სამშენებლო კომპანია "ანაგის" ერთ-ერთ მშენებარე ობიექტს.
სტუდენტებს შეხვდათ შრომის უსაფრთხოების მენეჯერი და ინჟინერი, რომლებმაც გააცნეს დეტალები შრომის უსაფრთხოების კუთხით, შემდეგ კი უპასუხეს სტუდენტების კითხვებს. სტუდენტებს მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ მშენებარე ობიექტი და შეეფასებინათ,თუ რამდენად უსაფრთხოდ მიდის მშენებლობა. სტუდენტებმა შემდეგ თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს შრომის უსაფრთხოების მენეჯერს, რაც შემდეგ დისკუსიაში გადაიზარდა.
გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge