2019 წლის 19-20 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შრომის უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მესხიძე და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA უმაღლესი პროფესიული პროგრამის “შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების” სტუდენტებმა გამართეს საკონსულტაციო შეხვედრები შრომის უსაფრთხოების საკითხებზე. კონსულტაციები ჩაუტარდათ პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში დაფინანსებული ქვეპროექტების განმახორციელებლებს.