2017 წლის 18, 19, 20 თებერვალს კახეთის რეგიონში, სასტუმრო "ლოპოტა"-ში, გაიმართა DACUM ჯგუფის სამუშაო შეხვედრა.შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით შრომის, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მენეჯმენტის პროფესიული სტანდარტის შემუშავება.სამუშაო შეხვედრის პირველი დღე დაეთმო დაკუმ პროცესის აღწერას და მომავალი პროგრამის სახელწოდების შერჩევას.ასევე დისკუსია გაიმართა საფეხურისა და დარგის გასაზღვრის საკითხზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამის მიზანია საშუალო რგოლის მენეჯერების მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რისკების შეფასებასა და ანალიზს. აქედან გამომდინარე, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი სტანდარტი და პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს პროფესიული განათლების მე-5 საფეხურს დარგთაშორისი მიმართულებით.
DACUM სქემის საფუძველზე შეიქმნა პროფესიული სტანდარტის პროექტი -ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი/სპეციალისტის კვალიფიკაციით (დარგთაშორისი მიმართულებით), კვალიფიკაციის დონე - მეხუთე საფეხური.
გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge