შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების 2 წლიანი უმაღლესი პროფესიული პროგრამა შემუშავდა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაცია - RRC International-თან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Georgia) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამა ხორციელდება NEBOSH-ის საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე და სრულ თანხვედრაშია ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და საკონონმდებლო მოთხოვნებთან.
პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, დანერგოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემა, შექმნას შესაბამისი პრევენციის მექანიზმები და უზრუნველყოს ეფექტიანი მართვა ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის.
დასაქმება სფერო
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში და სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციით შეიძლება დასაქმდეს შემდეგ დარგებში: მშენებლობა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნავთობისა და გაზის მრეწველობა, ლოჯისტიკა, საზღვაო/საჰაერო/სახმელეთო ტრანსპორტი, მძიმე მრეწველობა, სამთო მრეწველობა, კომუნიკაცია, ტურიზმი, სარესტორნო და გასართობი ბიზნესი, ვაჭრობა, განათლება და კონსულტირება.
გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი (+995) 599 71 84 00 / (+995) 577 10 11 07 hsetvet@gipa.ge / drdve@gipa.ge