სერტიფიცირებული კურსი  “შრომის უსაფრთხოება მენეჯერებისათვის”

 

პირველად იმერეთის რეგიონში ქ.ქუთაისში GIPA და RRC International-ი აცხადებს ერთთვიან სერტიფიცირებულ პროგრამას“შრომის უსაფრთხოება მენეჯერებისათვის”. კუსრსს განახორციელებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები. სასერტიფიკატო პროგრამა  შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის საფუძვლები.

 

პროგრამის საფასური: 50% ფასდაკლება მხოლოდ რეგიონისთვის, 480 ლარი, ნაცვლად 960 ლარისა.

 

კურსის აღწერილობა

RRC International-ის და GIPA-ს სასერტიფიკატო პროგრამა “შრომის უსაფრთხოება მენეჯერებისათვის” შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის საფუძვლები. აღნიშნული კურსი ძირეულად მიმოიხილავს შრომის უსაფრთხოების საკითხებს სამუშაო ადგილებზე: თუ რატომ არის შრომის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანი და როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა ორგანიზაციაში სხვადასხვა სტრუქტურულ დონეზე. სასერტიფიკატო პროგრამა მიზანშეწონილია ნებისმიერ ორგანიზიცაში დასაქმებულთათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვის მოვალეობაშიც შედის შრომის უსაფრთხოების დაცვა.

 

სასერტიფიკატო პროგრამა შედგენილია საერთაშორისო სტანდარტის NEBOSH-ის საფუძველზე და მას განახორციელებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები.

 

მოდულები

ზოგადი მოდულები

IT ტექნოლოგიები

სერტიფიცირებული კურსის მსმენელები შეისწავლიან სამუშაო მიზნების რეალიზებისათვის საჭირო IT ინსტრუმენტებისა და სისტემების გამოყენებას, პროფესიის შესაბამისი ტექსტური დოკუმენტის, ელექტრონული ცხრილების და პრეზენტაციის მომზადებას.

მენეჯმენტის საფუძვლები

სერტიფიცირებული კურსის მსმენელები შეისწავლიან ორგანიზაციის მართვის მეთოდების გამოყენებას, ორგანიზაციული ცვლილებების, მმართველობითი ინსტრუმენტების შერჩევასა და ადამიანური რესურსების მართვას.

 

პროფესიული მოდულები

 

1. შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ამოცანები და მოვალეობები

 

სერტიფიცირებული კურსის მსმენელები შეისწავლიან რატომ არის ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანი შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა და რა როლი აკისრია შრომის უსაფრთხოების მენეჯერს

 

2. უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემები

 

სერტიფიცირებული კურსის მსმენელები გაეცნობიან PDCA (დაგეგმე, განახორციელე, შეამოწმე, იმოქმედე) პრინციპებს და შეისწავლიან უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის ძირითად ასპექტებს

 

3. შრომის უსაფრთხოების კულტურა

 

სერტიფიცირებული კურსის მსმენელები შეისწავლიან შრომის უსაფრთხოების კულტურის მნიშვნელობას, ხელისშემშლელ ფაქტორებს. გაეცნობიან იმ ხერხებს, რითაც შესაძლებელია ეფექტიანი შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება.

 

4. თანამშრომლობა, კომუნიკაცია, კომპეტენცია და კონტროლი

 

სერტიფიცირებული კურსის მსმენელები შეისწავლიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოებაში სწორი კომუნიკაცია. კერძოდ: თანამშრომლობა ეფექტური კონსულტაციის გზით,  დასაქმებულთა კომპეტენციის ამაღლება ეფექტიანი კომუნიკაციით, ქცევის კონტროლის სტანდარტების შექმნა, კონტრაქტორების კონტროლი. 

 

5. რისკების შეფასება  და რისკების კონტროლი

 

სერტიფიცირებული კურსის მსმენელები შეისწავლიან საფრთხისა და საფრთხის შემცველი ფაქტორების განსაზღვრას, იდენტიფიცირებას, რისკის შემცველი ფაქტორების განსაზღვრას, საფრთხეების პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებების გატარებას, რისკების შეფასებას.

 

6. სამუშაო ადგილზე არსებული ზოგადი საფრთხეები

 

სერტიფიცირებული კურსის მსმენელები შეისწავლიან თუ როგორ გამოყონ სამუშაო ადგილის ზოგადი საფრთხეები და დანერგონ მათი კოტროლის მექანიზმები. ყურადღება გამახვილდება ქიმიურ, ელექტრო, სახანძრო საფრთხეებზე. ასევე მსმენელები გაეცნობიან სიმაღლეზე მუშაობის, სამუშაო დანადგარების, ხმაურის, სტრესის და სხვა გარემოებებთან არსებულ საფრთხეებს.

 

7. უბედური შემთხვევები და ინციდენტები

 

სერტიფიცირებული კურსის მსმენელები შეისწავლიან უბედური შემთხვევების და ინციდენტების პრინციპებს:

  • უბედური შემთხვევების  გამომწვევი მოდელები და უბედური შემთხვევის სამკუთხედები

  • უბედური შემთხვევების დროს ანგარიშგება და გამოძიება

 

8.შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მიმოხილვა და მონიტორინგი

 

სერტიფიცირებული კურსის მსმენელები შეისწავლიან მონიტორინგის ძირითად სახეებს:

 

  • რეაქტიული მონიტორინგი (უბედური შემთხვევების სტატისტიკა)

  • პროაქტიული მონიტორინგი (ინსპექცია, აუდიტი და ა.შ.)

  • მართვის პერიოდული მიმოხილვა

 

ტექნიკური აღწერილობა: სწავლის ხანგრძლივობა: 1 თვე, (კვირაში სამი დღე: ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი)

 

სწავლების ენა: ქართული

 

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე hsetvet@gipa.ge.

საბუთების მიღების შემდეგ, გაიმართება გასაუბრება.

 

საბუთების მიღება გაგრძელდება 5 აპრილამდე 

სწავლა დაიწყება 2018 წლის 11  აპრილიდან

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია

  • კომუნიკაციის უნარი

  • სამუშაო გამოცდილება



 

პროგრამის ღირებულება: 480 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 240 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 240 ლარი სწავლის შუა პერიოდში.

 

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

ტესტირების შედეგების საფუძველზე გაიცემა RRC International-ის და GIPA-ს ერთობლივი სერთიფიკატი, ასევე RRC International საერთაშორისო სერტიფიკატი.

ხანგრძლივობა:
1 თვე

პროგრამის ღირებულება:
480
Share:

კონტაქტი

იეთიმ გურჯის 7ბ

(+995) 595507222     (+995) 514028820

hsetvet@gipa.ge

რუკის გახსნა